სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთმა და აზერბაიჯანმა გაბალის რადიოლოკაციურ სადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა, ბაქოში, გაბალის რადიოლოკაციური სადგურის იჯარის გაგრძელების თაობაზე, ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანელ კოლეგა საფარ აბიევთან შეხვედრა გამართა. სერდიუკოვის თქმით, არსებობს გეგმა აღნიშნული სადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბაქოში რუსეთის დელეგაცია ჩავა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებს. სერდიუკოვის განცხადებით, რუსეთს აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხში საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.

გაბალის რადიოლოკაციური სადგური, აზერბაიჯანისა და რუსეთის პარლამენტების რატიფიკაციის შესაბამისად, 2002 წლიდან, ათი წლის ვადით, რუსეთს იჯარით აქვს აღებული. სერდიუკოვის ვიზიტის წინა დღეს აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსებმა რუსეთი სომხეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის მკაცრად გააკრიტიკეს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს რუსეთთან გარკვეული პრეტენზიები გააჩნია და შეშფოთებულია რუსეთის მიერ სომხეთის შეიარაღებასთან დაკავშირებით. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100