სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციტატები უკომენტაროდ: რა „საოცნებოდ“ ამკობდნენ ერთმანეთს მეოცნებეები ცოტა ხნის წინ

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ დღეს ოცნების ეგიდით გაერთიანებული ან „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენელთა მიერ ერთმანეთზე საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, სხვადასხვა დროსაა ამოკრებილი. ციტატების სიზუსტეზე „დრონი.ჯი“-ს რედაქცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს.

გუბაზ სანიკიძე: "ისევ "რესპუბლიკელებს" მივმართავ მეგობრული თხოვნით, მე მათ ადგილას არ გავამხელდი, რომ 30-წლიანი პარტიაა. 30 წელი პარტია რომ დამოუკიდებლად ვერ მოხვალ ხელისუფლებაში, ეს ცოტა სხვა რამეა, რა. სირცხვილია, 30-წლიანი პარტია, სულ ვიღაცის სხეულზე მიბმული პარაზიტი რომ ხარ".

ელიზბარ ჯაველიძე: "მე ვეკითხები გუბაზს: ნოღაიდელზე უკეთესები არიან ძმები ბერძენიშვილები, თინა ხიდაშელი და მისი ქმარი? ესენი ბუნებით არიან საქართველოს მტრები. თუ ესენი მოვიდნენ, საქართველოს საბოლოოდ ეტირება დედა. ყველას კარგად ახსოვს, "რესპუბლიკელებმა" გამოაცხადეს პირველად – აფხაზეთი დამოუკიდებელი უნდა იყოსო!.. ესენი იფიქრებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე?.. ამათ აინტერესებთ ერთადერთი რამ – ხელისუფლებაში მოსვლა! ამათი ცრუ ლიბერალიზმი ვიცით, რაც არის: კაცი – კაცთან, ქალი – ქალთან! აი, ამ უზნეობას ქადაგებენ ესენი ჯერჯერობით შეზღუდულად".

კახა კუკავა: "სადაც რესპუბლიკური პარტია შევა, ყველა გაერთიანება დასაშლელადაა განწირული. "რესპუბლიკელებსაც" აქვთ უზომო ამბიციები და მინიმალური პოლიტიკური საშუალებები მათ განსახორციელებლად".

ზვიად ძიძიგური: "რესპუბლიკელთა" ზოგიერთმა ლიდერმა საკუთარ წარსულს გადახედოს და მერე ილაპარაკონ ჩვენზე. მაგათ ხმა საერთოდ არ ამოეღებათ".

ზვიად ძიძიგური: "ლევან და დათო ბერძენიშვილებს საზოგადოება გამოუტანს განაჩენს. ისინი აქტიურად ებრძოდნენ გამსახურდიას, როცა ზვიადი დაამხეს, შევარდნაძემ მათ დეპუტატის მანდატები "გამოუწერა". ესენიც და სხვებიც, რომლებიც ზვიადის დამხობაში მონაწილეობდნენ, ხალხი განდევნის პოლიტიკიდან.

ზვიად ძიძიგური: "გოგა ხაინდრავა არის ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი დამამხობელი. ზოგმა სიტყვით დაამხო ზვიადი, იდეოლოგიურად უთხრიდა ძირს და პოლიტიკური მტერი იყო მისი, ზოგმა კი იარაღი აიღო ხელში 1991 წლის დეკემბერში. ხაინდრავა ამ მხრივაც გამორჩეულია. ის კონგრესის წევრი იყო და სიტყვით ებრძოდა ჯერ ზვიადს, მერე დაიჭირეს, მაგრამ ციხიდან რომ გამოვიდა, ჩამოაყალიბა ბანდა და "მხედრიონთან" და კიტოვანის გვარდიასთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ზვიადის დამხობაში, მერე მის დევნაში, მან 1992 წელს, 6 მაისის გამთენიისას, "ბარათაშვილის ხიდზე", ემიგრაციაში მიმავალ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს დაუშინა იარაღი, ხაინდრავას "დევიატკა" იყო სწორედ და მეც იმ ერთ-ერთ ავტობუსში ვიჯექი. ეს საკუთარი თვალით ვნახე და რა დამავიწყებს? დიახ, ხაინდრავა ესროდა უიარაღო ხალხს ავტობუსში, ქალებს, მათ შორის" (2000 წ.).

რეზო ამაშუკელი: "ეს ცოლ-ქმარი როა და ვერც გაიგებ კაცი, რომელია ცოლი და რომელია ქმარი... დიახ, დიახ, ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილზე მოგახსენებთ. ეგენი არიან ქვეყნის უბედურება და დიდი სატკივარი. ღმერთმა ნუ ქნას, მაგათ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში და რომელიმე "რესპუბლიკელი" ლიდერი პრეზიდენტი გახდეს, თორემ პრეზიდენტის ინაუგურაციის ნაცვლად, პედერასტების აღლუმს გამართავენ, ისე იზეიმებენ გამარჯვებას".

რევაზ მიშველაძე: "რესპუბლიკელები" ამ ხელისუფლებას უყეფენ, მაგრამ ეგენი უარესები არიან, სოროსის ფულითა და იდეებით, პრაქტიკულად, შემოგზავნილნი არიან საკუთარი სამშობლოს დასანგრევად, ხალხის გასახრწნელად, ქართული ტრადიციების, ქართული კულტურის, მეცნიერების, განათლების სისტემის მოსასპობად. ამას, სადაც უნდათ და როცა უნდათ, მაშინ დავუმტკიცებ – მათივე პარტიის ლიდერების საგაზეთო ინტერვიუები და სატელევიზიო გამოსვლები საკმარისია ამის დასტურად".

დავით საგანელიძე: „ნინო ბურჯანაძე ვერასდროს იქნება დამოუკიდებელი და სოლიდური პოლიტიკოსი. ეს ქალი რაც ქართულ პოლიტიკაშია, მუდამ სხვისი საქმეების მიფუჩეჩებაშია. თუმცა სხვაზე ნაკლებს არც თვითონ აფუჭებს, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მოვა დრო და მაგის სასამართლო პროცესის მომსწრენიც გავხდებით“.

კახა კუკავა: „ბურჯანაძეებმა ქართველი ხალხი ძარცვეს წლების მანძილზე, გაატყავეს... რა ნამუსით ლაპარაკობს ბურჯანაძე ოპოზიციაზე. ნამუსი რომ ჰქონდეს, კარგა ხნის წასული უნდა იყოს პოლიტიკიდან“.

გუბაზ სანიკიძე: „ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით გააბახა საარჩევნო კოდექსი ამ პარლამენტმა. ბურჯანაძე ცოტა უფრო შორსმჭვრეტელი მეგონა. დიდი ეჭვი მაქვს, ხვალ-ზეგ მაგასაც მოისვრიან ხელისუფლებიდან და თუ ოპოზიციაში წავა, რა უნდა ქნას? თავისი ხელით დიდი ძალისხმევით გადაკეთებულ-გადმოკეთებულ საარჩევნო კოდექსზე იტყვის, არ ვარგაო?“

ლევან ბერძენიშვილი: "საქართველოში "მრეწველები", როგორც ჩანს, ყველაზე ჭკვიანები ყოფილან. დათვს არ სძინავს იმდენ ხანს, როგორც ამ პარტიას სძინავს არჩევნებიდან არჩევნებამდე...“

სოსო ჯაჭვლიანი: "მე ოპოზიციაში ერთი ვერ დავინახე, გამოვიდეს, თავიდან ბოლომდე თქვას თავისი შეცდომები. ყველა ლაპარაკობს, ერთმანეთს აგინებენ, არიან ერთმანეთის იმაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, უკვე გასაგებია... პატრიარქი ლაპარაკობს ჩვენი, მე ცოდვილი ვარო და ესენი ვინ არიან?.. მიშა მაგარი კი არა, ამათთან შედარებით მართლა ლომი ყოფილა".

კახა კუკავა: "აავსო ბიძაშვილ-მამიდაშვილებით სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო".

თინა ხიდაშელი: ზვიად ძიძიგურს ნამუსი რომ ჰქონდეს, კობა დავითაშვილი საერთოდ აღარ უნდა გაიკაროს, მაგრამ ისევ ერთად არიან.

ლევან ბერძენიშვილი: მე ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას ზვიად ძიძიგურისგან, კაცს განათლების რეფორმაზე რომ ვეპაექრო, მინიმუმ, განათლებული უნდა იყოს, დანარჩენი თავად განსაჯეთ.

რეზო ამაშუკელი: ზვიად ძიძიგური არის პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკაში ვერასოდეს დამკვიდრდება.

გოგა ხაინდრავა: ზვიად ძიძიგური არის აფერისტი, ჩვეულებრივი მატყუარა, რომელიც კაცის მკვლელობას ისე დაგაბრალებს, თვალი არ შეუტოკდება. და ამას გააკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ გაზეთის ერთი სვეტი დაიჭიროს მისმა ცოლისწამებამ, ხალხმა გაიხსენოს - ძიძიგური ცოცხალია, არ მომკვდარაო.

დათო ზურაბიშვილი: ცუდი არ იქნება, ზვიად ძიძიგური თუ გაერკვევა, რა არის ლიბერალური დემოკრატია და მერე ილაპარაკებს. როცა არ იცი, ჯობია გაჩუმდე.

ზვიად ძიძიგური: ბადრი ბიწაძე სისხლის სამართლის დამნაშავეა და ცოლთან ერთად მოუწევს პასუხისმგებლობა. მალე, ალბათ ციხეში შეხვდებიან ერთმანეთს.

სოზარ სუბარი: მოვა დრო და ბადრი ბიწაძეს აუცილებლად მოეკითხება თავისი დანაშაულობებისთვის. ვდებ პირობას, რომ როცა სახალხო დამცველის პოსტიდან წავალ, პირადად გავახმაურებ ათეულობით საქმეს, რომლებიც მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ზოგადი საუბარი შემიძლია ამ საქმეებზე და ბრალს ვერ დავდებ მას ათასგვარ დანაშაულში, რომელიც გენპროკურატურაში მუშაობისას ჩაუდენია, თუნდაც.

კობა დავითაშვილი: ბიწაძე არის კრიმინალი. ის არამარტო ხელს აფარებს საკუთარი ოჯახის დანაშაულს, პირიქით, თითონაც გვარიანად მოითბო ხელი კორუფციით. ძალიან ძნელია გაარკვიო, ამ ოჯახში ვინ უფრო მეტს იპარავდა, ბადრი, ნინო თუ ანზორი.

თინა ხიდაშელი: ბიწაძის მთავარი ფუნქცია ახლა ის არის, ხელი დააფაროს თავის სიმამრსა და მის აფსონებს და ოჯახს ის მილიონები შეუნარჩუნოს, რომელიც წლების წინ იპარეს ბიუჯეტიდან. ახლა ამას თავად ბადრი ბიწაძე განაგრძობს წარმატებით.

რეზო ამაშუკელი: პოლიტიკა-მოლიტიკა არ ვიცი მე. რაც ბადრი ბიწაძის ცოლს აგინეს, ლანძღეს, მაგას კაცობა რომ ჰქონოდა, ხმა კი არ უნდა ამოეღო მუშტიც უნდა გაექნია. უკადრებელიც აკადრეს ბურჯანაძის ქალიშვილს, მაგრამ მისი ქმარი იდო მუდოსავოთ. კაცი რომ საკუთარ ცოლს ვერ დაიცავს, ის შენს საზღვარს დაიცავს?!

დავით მაღრაძე: ნინო ბურჯანაძეს ურჩევნია გაასწროს ქვეყნიდან. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ დიდი პოლიტიკოსობა და მიხვედრა იმას არ უნდა, რომ ის მეტ-ნაკლებად, ყველა იმ უბედურებაშია გარეული, რაც ქვეყანაში ხდება. მე რატომღაც მგონია, მეტად და არა - ნაკლებად.

საგანელიძე: ნინო ბურჯანაძე არის თანამდებობის ხამი. მთავარია, ჰქონდეს პოსტი, იყოს ყურადღების ცენტრში და ჰქონდეს რაღაც გავლენა. ეს რომ დაკარგოს, მაგას ნევროზი დაემართება და ისტერიკებს გამართავს. როგორც პოლიტიკოსი, არის ნული, არავინ არაფრად არ აგდებს, ანგარიშს არავინ უწევს პოლიტელიტაში, მაგრამ, აი, ქვემოთ, ელიტის მიღმა რომ პოლიტიკოსები არიან, ისინი ხომ ემორჩილებიან? ეგ არის მაგისთვის მთავარი და დაყენებული სახით კომენტარების გაკეთება ათას სისულელეზე.

კახა კუკავა: ნინო ბურჯანაძემ ისე დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარეობა, რომ გიგა ბოკერიაზე მაღლა ერთხელაც კი ვერ დადგა, ერთხელ ვერ გაიტანა თავისი. აქედანაც ჩანს, რა „თავმჯდომარეც“ იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100