სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ კიბომ გაიმარჯვა - ჩემი მეუღლე ქორწილიდან ერთ თვეში გარდაიცვალა“

პოლ ბრეიმის ცხოვრება თავდაყირა მაშინ დადგა, როდესაც ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს და თანაც უთხრეს, რომ ის ოოპერაციას არ ექვემდებარებოდა. სანამ ექიმებს მიაკითხავდა, პოლმა ერთ დილას მარჯვენა გვერდის ძლიერი ტკივილითა და ქოშინით გაიღვიძა. შეშინებულმა მამაკაცმა საცოლესთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ კლინიკას მიაკითხა, სადაც მას ანალიზები აუღეს. მეორე დღეს პოლმა კიდევ უფრო ცუდად იგრძნო თავი და ტკივილისგან გონებაც დაკარგა სამსახურში.

პირველადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პოლს ნაღვლის ბუშტში კენჭები ჰქონდა და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა, თუმცა 48 საათის შემდეგ ანალიზებმა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა აჩვენა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა - ნაღვლის სადინარების ავთვისებიანი სიმსივნე (ჰოლანგიოკარცინომა), მეტასტაზები კი ღვიძლშიც იყო გავრცელებული. მისი ოპერირება შეუძლებელი იყო.

ბრეიმი და მისი საცოლე ნია მანამდე არ ჩქარობდნენ ოჯახის შექმნას, რადგან კარიერაზე იყვნენ ორიენტირებულნი. გამომდინარე იქიდან, რომ სიმსივნე მალე პროგრესირებადია, პოლმა საცოლეს ქორწილის დაჩქარება შესთავაზა.

საბოლოოდ ქიმიოთერაპიაც უძლური აღმოჩნდა: „ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ კიბომ გაიმარჯვა - ჩემი მეუღლე ქორწინებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. გვინდოდა მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად, ამიტომ როცა გავიგეთ რომ კიბო ჰქონდა, დაოჯახება დავაჩქარეთ, თუმცა ამ ვერაგმა ავადმყოფობამ მალე წამართვა მისი თავი“ - ნიას ემოციურ წერილს Daily Mail ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100