სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ მცირეწლოვანი ბავშვი ცემით მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ პატარა ტიროდა

შემთხვევა ბაშკირეთის რესპუბლიკაში მოხდა - ახალგაზრდა ქალი პოლიციამ შვილის მკვლელობის გამო დააკავა.


არსებული ინფორმაციით, 7 ივლისის ღამეს 30 წლის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა 4 წლის ქალიშვილი სასტიკად სცემა, რადგან მის ტირილს ვერ იტანდა. ბავშვი მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

მეზობლების ცნობით, ოჯახი, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, არც თუ ისე სრულყოფილი იყო, რადგან გარდაცვლილის დედა და მისი მეგობარი მამაკაცი ხშირად იღებდნენ ალკოჰოლს და სასმელზე დამოკიდებულები იყვნენ. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ სახლიდან მუდამ ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100