მანდელახი – რეინული ორცხობილა
მასალა:
500 გრამი ფქვილი
4 ცალი კვერცხი
100-150 გრამი კარაქი ან მარგარინი
150 გრამი შაქარი
ნახევარი ჩაის ჭიქა კარდამონი და მიხაკი
ლიმონის ცედრა
მარილი
მშრალი საფუარი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ ფქვილი. კარაქი გავადნოთ და ფრთხილად შევურიოთ ცხიმს და მშრალ საფუარს. ცომი კარგად მოვზილოთ, ჩაის კოვზით დავყოთ მცირე ზომის ბურთულებად. ჩავყაროთ მდუღარე ზეთში და ვწვათ. მზა ბურთულებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
კომენტარი