სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში მკაცრად რეკომენდირებულია – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომ პირბადე დახურულ შენობებშიც იყოს გამოყენებული. დავუბრუნდეთ პირბადის გამოყენებას იქ, სადაც შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირბადე დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ამდენად, ყველა მოქალაქესთან ჯანდაცვის სექტორს აქვს რეკომენდაცია, რომ პირბადის გამოყენება როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში არის მკაცრად რეკომენდებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100