20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღევანდელი დღე წარმატებული იქნება თქვენთვის. თქვენ აღმოაჩენთ თუ რამდენად რომანტიკული ხართ. ამ დღეს ბევრ კომპლიმენტს მიიღებთ.
კურო
დღე წარმატებული იქნება სიყვარულისათვის, შეხვედრებისათვის, კულტურული კამპანიებისათვის, საღამოს წვეულებებისათვის. მოსალოდნელია რომანტიული გაცნობა შორიდან ჩამოსულ ადამიანთან.
ტყუპები
სამსახურში დღეს სასურველია იყოთ ძალზე ფრთხილი და ყურადღებიანი. ყველა მომხდარი მოვლენა სასიკეთოდ წაგადგებათ, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. შესაძლებელია იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელთანაც თქვენ ოდესღაც გაკავშირებდათ სამსახური და რომელიც დიდი ხანია არ გინახიათ. მაგრამ ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს.
კირჩხიბი
გადაწყვეტილება თქვენით უნდა მიიღოთ. ზუსტად დღეს თქვენ შეიძლება მოახერხოთ პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარება. შეეცადეთ საღამო გაატაროთ სიყვარულში და გართობაში.
ლომი
დღეს თქვენ მოახერხებთ ყველაზე რთული საქმის დაწყებას. ყველა საკითხი, სავარაუდოდ გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ. შესაძლებელია თქვენ გქონდეთ რთული საუბარი უფროსებთან, რომელიც საბოლოო ჯამში წაგადგებათ და ხელს შეუწყობს თქვენი რეპუტაციის გამყარებას. გამოიჩინეთ სიფრთხილე უფროსთან.
ქალწული
თქვენ დღეს ძალიან გაფანტული ხართ. მეგობართან საუბარი დაგიბრუნებთ საკუთარ თავში რწმენას. მიუხედავად ყოველგვარი გამოცდებისა და შეფერხებებისა, რომელიც წარმოიქმნება თქვენს გზაზე წარმატებისკენ და გამარჯვებისკენ, შეეცადეთ აღიჭურვოთ მოთმინებით
სასწორი
ეს დღე ძალზე ხელსაყრელია მოგზაურობისათვის, განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებთ იმ ფინანსურ მდგომარეობას, რომელზედაც დამოკიდებულია ნებისმიერი მოგზაურობა.
მორიელი
დღე ხელს უწყობს კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ნაყოფიერ ურთიერთობას. თქვენ მთლიანად იქნებით დაკავებული სამუშაოთი. თათბირი და საქმიანი მოლაპარაკებები უმჯობესია დანიშნოთ დილისთვის. თქვენ მოახერხებთ მრავალი დაგეგმილი საქმის გაკეთებას.
მშვილდოსანი
თუ თქვენ იცვლით სამსახურს, ანუ გაგაჩნიათ ახალ სამსახურში წარმატებით გაფორმების ან თამამი პროექტის განხორციელების დაწყების შესაძლებლობა, მაშინ არ გაუშვათ ის ხელიდან. შანსი იპოვოთ მფარველი ან სპონსორი დიდია.
თხის რქა
უკვე მხრებში იშლებით, წარუმატებლობის შემდეგ გამარჯვება გელით. შეგიძლიათ იგრძნოთ თავი საჭირო ადამიანად.
მერწყული
სამსახურში ნაყოფიერი დღე გელით. თამამად დაუკავშირდით უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებს. გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტიურობა.
თევზები
დღე ხელსაყრელია სიყვარულის ასახსნელად, ქორწინებისა და საშინაო წვეულებისათვის. თქვენ წარმართავთ სწორ ფინანსურ პოლიტიკას, მაგრამ მუდმივად წარმოიქმნება ცდუნებები, სწორად უნდა განკარგოდ საკუთარი სახსრები.
კომენტარი