სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის ყველაფერი, რასაც თქვენ ყოველ დილით უყურებდით ხვალიდან აღარ იქნება" - მანიკა ასათიანი იმედში აღარ იმუშავებს

"სელფები იმედის დილიდან !!! მეგობრებო ის ყველაფერი, რასაც თქვენ ყოველ დილით უყურებდით იმედის დილის ეთერში ხვალიდან აღარ იქნება.

იმდენი გულშემატკივარი და მაყურებელი გვყავდა, მგონია, რომ ძალიან ბევრს დაწყდება გული.
დღეიდან ჩვენ უფრო გამოვიძინებთ, მაგრამ მომენატრებით ყველა და ეს რეჟიმიც მომენატრება, მიუხედავად ყველაფრისა. (იმედის დილის გუნდზე აღარ მოვყვები უბრალოდ მიყვარხართ).

მალე შევხვდებით, თუმცა ჯერ არ ვიცი რომელი არხიდან და გადაცემიდან, მაგრამ გპირდებით დიდხანს ვერ მოგანატრებთ თავს, იმიტომ, რომ მე უკვე მენატრებით", - წერს მანიკა ასათიანი.


შეგახსენებთ, რომ "იმედის დილის" წამყვანები იმედში აღარ იმუშავებენ. ისინი დღეს მაყურებელს დაემშვიდობნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100