გორის ბაგა-ბაღები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე გადადის
მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის იოსებ ბიბილაშვილის განცხადებით, გორში არსებული N1, N2, N3, N5, N7, N9 დაN18-ე ბაგა -ბაღები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე გადადის. პირადი საუბრისას ამ ინფორმაციას ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განყოფილების უფროსი -გურამ პაპუაშვილი.
დირექტორები და პედაგოგები გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ , მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელით ბაღების დახურვის შემთხვევაში მათ და მათსავე აღსაზრდელებს.
ასევე გაურკვევლობაში არიან მშობლებიც, რომლებიც სარგებლობდნენ ამ საბავშვო ბაღების მომსახურეობით. გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღების რაოდენობა ნახევრდება და არ იციან მათ შვილებს გადაანაწილებენ თუ არა სხვა ბაგა-ბაღებში. სავარაუდოდ, მოსალოდნელია გაიზარდოს გადასახადიც, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც სიდუხჭირეში მყოფ მოსახლეობას.
მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თვმჯდომარე იოსებ ბიბილაშვილი, თხოვნით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტს, გაითვალისწინონ მოსახლეობის მდგომარეობა, პედაგოგებისა და მშობლების აზრი და თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, რადგანაც ქალაქ გორში ბაგა-ბაღების დახურვა გაზრდის ქალაქში არსებული უმუშევარი ადამიანების რაოდენობას და ამავდროულად, ხელს შეუშლის სკოლამდელი ასაკის ბავშვების გონებრივ, ინტელექტუალურ და პიროვნულ განვითარებას.
კომენტარი