სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონში უდიდესი შოკოლადის ჩანჩქერი შექმნეს

ლონდონი პრინც უილიამისა და ქეიტ მიდლტონის ქორწილისადმი მიძღვნილი, ექსტრავაგანტური სიურპრიზებით მსოფლიოს გაოცებას კვლავ განაგრძობს.

ლონდონის სავაჭრო ცენტრი Whiteleys–ი კლიენტებს საკონდიტრო კომპანია Bompas & Parr–ის მიერ დამზადებულ მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ჩანჩქერით დატკბობას სთავაზობს.

სიურეალისტურ ოთახში, რომელიც ვილი ვონკის ფაბრიკას გვაგონებს (ფილმიდან “ჩარლი და შოლოკადის ფაბრიკა”), მნახველები უზარმაზარ შოკოლადის ჩანჩქერს იხილავენ, რომლის მოცულობა საათში 12 ათასი ლიტრია, წონა კი 5 ტონა. ოთახში შესვლამდე, სტუმრებმა ხელების დეზინფექცირება უნდა მოახდინონ და ტანსაცმელი რომ არ დაესვაროთ, პლასტიკური ლაბადები ჩაიცვან. მათ რამდენიმე ფინჯანი შოკოლადის მირთმევა და ამ საუცხოო სითხის ბოთლით წაღებაც შეუძლიათ, რათა თავიანთ მეგობრებს გაუმასპინძლდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100