ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას - ელისაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოესარჩლა
"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰაში გამარჯვებისთვის საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, ვერასდროს დაიჯერებს, რომ ბასილაშვილი მოძალადეა:
"ყველაზე მაღალი ტრიბუნიდანაც მადლობა მინდა ვუთხრა, უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილს. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს სპორტიც არის, პოლიტიკაც არის, ხელოვნებაც და კულტურაც ერთბაშად.
დიდი მადლობა, მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ ერის სახელი ასე გაიტანა მან მთელს მსოფლიოში. მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა.
ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას," - განაცხადა ალეკოს ელისაშვილმა.
კომენტარი