სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამიწასა და მთვარეს შორის 50 მილიონ ტონიანი ასტეროიდი ჩაივლის

მიმდინარე წლის ნოემბერში დედამიწის მცხოვრებლები ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდებიან.

"ვესტი-ს" ცნობით, ნასა-ს სპეციალისტების ინფორმაციით, დედამიწიდან 323 ათასი კილომეტრის დაშორებით, ანუ იმაზე ახლოს, ვიდრე მთვარეა დედამიწასთან, არც თუ მცირე ზომის ასტეროიდი "YU55" ჩაიფრენს. მისი დიამეტრი 400 მეტრს შეადგენს და 50 მილიონ ტონას იწონის.

სპეციალისტების მტკიცებით, ასტეროიდი დედამიწასა და მთვარეს შორის მშვიდად ჩაივლის და, შესაბამისად, დედამიწას არაფერი ემუქრება. აღნიშნული ასტეროიდისთვის თვალის მიდევნება სამოყვარულო ტელესკოპითაც იქნება შესაძლებელი.

ნასა-ს სპეციალისტების განცხადებით, ასე ახლოს დედამიწასთან ასტეროიდმა ბოლოს 1976 წელს ჩაიარა, მომდევნო ასტეროიდი კი 2028 წელზე ადრე არ ჩაივლის.

ნასა-მ ამ დროისთვის, სულ 874 ასტეროიდი დათვალა, რომლებიც დედამიწისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს. მათგან მხოლოდ 158 წარმოადგენს ცივილიზაციისთვის საშიშროებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100