მამაკაცმა 16 და 18 წლის გოგონები მოკლა - გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი გოგონების ბიძაშვილია
პაკისტანის პოლიციამ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო 2 მოზარდი გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მუჰამედ ასლამი მოკლული 16 და 18 წლის გოგოების ბიძაშვილია. სავარაუდოდ მან მოზარდები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რადგან ვიდეოზე ჩანს, რომ მათ კაცი კოცნის.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანში ე.წ. ღირსების მკვლელობას 2 მოზარდი შეეწირა, 17 მაისს გავრცელდა. ამის მიზეზი კი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელზეც 3 არასრულწლოვანი გოგო ტყეში კაცთან ერთად არის აღბეჭდილი. ვიდეო თითქმის 1 წლის წინ არის გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.
პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი, ასევე ის, ვის ტელეფონზეც რგოლი გადაიღეს, ერთ-ერთი მსხვერპლის მამა და მეორეს ძმა.
Human Rights Watch-ის ცნობით, გოგოების და ქალების წინააღმდეგ ძალადობა პაკისტანში სერიოზულ პრობლემად რჩება. აქტივისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ქვეყანაში ე.წ. ღირსების მკვლელობებს ათასადმე ქალი ეწირება.
კომენტარი