სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთხდღიანი ღრეობის გმირები და "გამდიდრებული" მზესუმზირის გამყიდველები

ოთხდღიანი სმა–ჭამისა და ცეკვა–თამაშის შემდეგ, მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მსვლელობის დროს კი ქალაქს მონატრებული მომიტინგეები, ქუჩის ღრმა ნაპირებს მიუყვებოდნენ, სასიამოვნო სიოს შესასუნთქად. მოგესხენებათ, მათ კოსტავას ქუჩაზე არც თუ ჰიგიენური და სურნელოვანი ჰაერი დატოვეს.

კოსტავადან რუსთაველამდე ფეხით ჩასულ ბადრი ბიწაძეს დაღლილობა საერთოდ არ ეტყობოდა და მიტინგზე მოუსვენრობაც კი შევამჩნიეთ. ხან სცენასთან მიდიოდა, ხანაც ხალხში გაერეოდა. ბიწაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მიტინგზე არანაირი იარაღი არ არსებობს და თუ ვინმეს იარაღი ექნება, ის აუცილებლად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თავად ბიწაძეს, შეიარაღებული დაცვა ახლავს.

დილით გასუფთავებულ რუსთაველს უკვე დაეტყო მიტინგი. მართალია იქ ჯერ ნაგვის გორები არ დგას, თუმცა ირგვლივ მიმოფანტულ გამაგრილებელი სასმელის ბოთლები და თამბაქოს ნამწვავები თვალში აშკარად მოგხვდებათ.

ალბათ არავისთვის არაა უცხო, რომ მიტინგებზე ყველაზე კარგად მზესუმზირის გამყიდველები ხეირობენ. ოთხი დღის განმავლობაში, სისტემატურად ვაშუქებდით კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე აქციას და იქ მყოფი მზესუმზირის გამყიდველების სახებიც კარგად გვახსოვს. აი, რუსთაველზე იგივე ქალბატონების ნახვას კი ნამდვილად არ ველოდით. შესაძლოა, მათ კრების ლიდერებთან ეს საკითხი შეთანხმებულიც კი ჰქონდათ.

ამ დროისთვის აქციაზე ინცინდენტების აღმოფხვრასა და სიმშვიდის შენარჩუნებას „შეფიცულები“ ცდილობენ. გია ბურჯანაძე ღიად აცხადებს, რომ მიტინგზე შეკრებილი ადამიანები შეფიცულებს უნდა დაემორჩილონ და რომ, ნებისმიერ ინცინდენტის დროს, თვითმარქვია „პოლიციელებს“ აცალონ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

ამაღამ რუსთაველის გამზირზე კვლავ დარჩება მომიტინგეთა ის ნაწილი, ვისაც ბუტერბროდი და არაყი უყვარს. არ ვიცით რამდენად მოყვარულია ნინო ბურჯანაძე ან ბუტერბროდის, ან თუნდაც ალკოჰოლური სასმელის, თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ ის არ აპირებს ფეხის მოცვლას რუსთაველის გამზირიდან. პარალელურად, სამართალდამცავებს კანონიერად აქვთ უფლება, ღამის 12 სათის შემდეგ მიტინგი დაშალონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100