სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარი რჩება ღია" - ლევან ხაბეიშვილის მიმართვა

მინდა კიდევ ერთი ღია განცხადება გავაკეთო - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს წევრისთვის კარი რჩება ღია.“ - განცხადება ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას მანიფესტის შესაბამისად.

როგორც ხაბეიშვილის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღეს 20 ადამიანი დაემატა.

„გამარჯვების კოალიციის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხელ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ „ერთობის მანიფესტს“, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა ამ ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას მანიფესტის შესაბამისად. ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დამარცხება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და საბოლოოდ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, ამ იდეალებზე, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ იდეალებს და ღირებულებებს ვინც იზიარებს, იმ ადამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს კარი არის ღია. მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, ვინც პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს და დღეიდან იმ მანდატით იმოქმედებენ, რითაც მოქმედებენ პოლიტიკური საბჭოს წევრები და შემდეგ ყრილობაზე უკვე გაფორმდება ოფიციალურად. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ყველამ ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებიც ირიცხებოდნენ წინა პოლიტიკურ საბჭოში და ამ პოლიტიკურ საბჭოს არ წარმოადგენდნენ, დღეიდან ეს ადამიანები იქნებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები და ცხადია, ცხარე დისკუსია გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასევე, არიან ახალი ადამიანები, რომლებიც პირველად შემოდგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში ფეხს და მე მივესალმები თითოეულ მათგანს.

20 ადამიანი დაემატება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღეს და მე მინდა კიდევ ერთი ღია განცხადება გავაკეთო - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს წევრისთვის კარი რჩება ღია და მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს - ჩემო ძვირფასებო, ყველანაირი პირადული უნდა დაივიწყოს ყველამ, ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, მანიფესტის შესაბამისად, პრეზიდენტის სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად და ვიბრძოლოთ ერთად, ამიტომ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი და შემოუერთდებიან ერთობის მანიფესტს, ყოფილ პოლიტსაბჭოს წევრებს ვგულისხმობ, ეს კარი რჩება ღია. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით, ერთმანეთთან კომუნიკაცია არავის არ უჭირს, მათ შორის ჩვენ გავაგრძელებთ ამ ადამიანებთან კონსულტაციას და შემდეგ ყრილობამდე მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭო კიდევ უფრო გაფართოვდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ყრილობისთვის ეს საკითხები უკვე აღარ განიხილება და იქნება აბსოლუტურად დახურული. ჩვენ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის, „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ გამარჯვებას, მე მინდა ამ ადამიანებს გადავუხადო მადლობა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100