სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპორტის სახეობად აღიარებული ყველაზე უცნაური და სასაცილო შეჯიბრებები

სპორტის სახეობა უამრავი არსებობს, მათ ნაწილს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა არის ისეთი სახეობებიც, რომლებიც საკმაოდ უცნაურად ჟღერს და გამოიყურება. გიამობთ რამდენიმე მათგანზე.

ყველის დევნა. ეს სპორტი სათავეს იღებს დიდი ბიტანეთიდან. ყოველ წელს გლიუჩესტერში იკრიბება უამრავი ადამიანი, ყველის დამზადების სპეციალისტები გორაკიდან უშვებენ ყველის თავებს, რომლებიც საოცარი სისწრაფით მიგორავენ. ხალხის ტალღა კი მისდევს ყველს და ცდილობს მის დაჭერას. ყველის დევნა სპორტის სახეობად ოფიციალურად არის აღიარებული.

გარბენი ცოლთან. ამ სპორტით დაკავებულნი არიან ფინელი ქმრები. სირბილის დროს მათ უწევთ წყლის, ორმოებისა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა, თანაც ისე რომ ზურგზე საკუთარი ცოლი ჰყავთ მოკიდებული. შეჯიბრების მიზანია, რომ ცოლებს დაანახონ საკუთარი უპირატესობა სხვა მამაკაცებთან შედარებით.

ადამიანები და ცხენები. ეს ინგლისური წარმოშობის საკმაოდ ძველი სახეობაა. აქ ცეხენები და ადამიანები ერთმანეთს სისწრაფესა და ამტანობაში ეჯიბრებიან. ამ ასპარეზობაში მონაწილეობის გზა კარგ ცხენებს გადაკეტილი აქვთ, რადგან ადამიანს მათი დამარცხება არ შეუძლია. ეს თამაში ძალიან პოპულარულია ინგლისში და მასში ზალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

წყალქვეშა ჰოკეი. ბულგარული, სპორტის ასეთი არაოდრინალური სახეობა, ყველაზე სანახაობრივი ნამდვილად არ გახლავთ. მართლაც და არავის არ შესწევს უნარი დააკვირდეს შაიბას გადაადგილებას წყლის ქვეშ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალიან სასაცილო სანახავია, რადგან წყალი მოთამაშეთა მოძრაობას ძალიან ანელებს.

წვერისა და ულვაშის შეჯიბრი. ეს შერკინება სპორტის სახეობად, ოფიციალურად 2007 წელს აღიარეს, მანამ კი ის უბრალოდ კარნავალი იყო. აქ მამაკაცები ერთმანეთს, გრძელი, ლამაზი და ორიგინალური წვერის ქონაში ეჯიბრებიან. გაუგებარია, რატომ არის ეს სპორტის სახეობა თუმცა ფაქტი ჯიუტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100