სოციალურად დაუცველი ოჯახების ქონების აღწერისას სოცაგენტები ახალი მეთოდებით იხელმძღვანელებენ
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახელმწიფო დახმარების მინიჭების კრიტერიუმი ყოველწლიურად იცვლება.
ხცვცვბცბცვნბვბნ
ხცვცვბცბცვნბვბნ
2010 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერისას სოციალური აგენტი ქონების შეფასების ახალი მეთოდებით იხელმძღვანელებს. თუ გასულ წლებში ოჯახის საკუთრებაში მყოფი საბჭოთა წარმოების მაცივარი, ტელევიზორი ან მობილური ტელეფონი მნიშვნელოვანი ღირებულების საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთად ითვლებოდა, ახლა მათ თავიანთი ღირებულება დაკარგეს და ბენეფიციალს ქონების აღწერისას, ამ ნივთებს "ფუფუნებად" აღარ ჩაუთვლიან.
ხცვცვბცბცვნბვბნ
ხცვცვბცბცვნბვბნ
როგორც სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას აღნიშნა, ქონების აღწერისას აღარც იურიდიული პირების მიერ მოქალაქისათვის ნაჩუქარი ნივთები იქნება აღნუსხული. "ჩვენი კვლევის შედეგად შეიცვალა ქონებრივი დეკლარაციის შედგენის მეთოდი და ოჯახისათვის ქულების მინიჭების კრიტერიუმები. საბჭოთა წარმოების მაცივარი, ტელევიზორი და მობილური ტელეფონი აღარ ითვლება მაღალი ღირებულების საგნებად. ასევე აღწერისას აღარ აღინუსხება იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი ნივთები, თუ ოჯახს ნაჩუქრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება", – აღნიშნავს ჩივიაშვილი.
ხცვცვბცბცვნბვბნ
გარდა ამისა, ის ოჯახები, რომლის წევრსაც, ან წევრებსაც მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა სჭირდებათ, ან გადაუდებელი ოპერაცია, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში ენიჭებათ შესაბამისი დახმარება.

სოციალური პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფულად სოციალურ დახმარებას იღებენ, 140 ათასი ოჯახიდან 145 ათას ოჯახამდეა. გეოგრაფიულად, მათი უმრავლესობა მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები არიან. ამიტომ ოჯახებისათვის სოციალური დახმარების მინიჭების საკითხში უკვე აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები. "ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა. ისინი შუამდგომლობენ ჩვენს დეპარტამენტთან. თვითმმართველობის წარმომადგენელი ჩართულია ქონების შეფასების პროცესში. ჩვენი აგენტი და თვითმმართველობის ერთი წარმომადგენელი ერთობლივად აწარმოებენ მითითებული ოჯახის ქონების აღწერას, შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ, მინიჭებული ქულების რაოდენობით რა სახის დახმარება შეიძლება მიენიჭოს ობიექტს", – აღნიშნავს ჩივიაშვილი.
ხცვცვბცბცვნბვბნ
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის ოჯახის წევრმა, ან ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საჭიროა შეავსოს განაცხადი, რომლის შესავსებადაც უნდა მიმართოს სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებას, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის სრულწლოვან წევრთა პირადობის მოწმობები, არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობები. თუ ოჯახის წევრები ფიზიკურად უნარშეზღუდულები არიან, განაცხადის შევსება შესაძლებელია ადგილზე, სოცაგენტის ვიზიტის დროს.
ხცვცვბცბცვნბვბნ
თუ ოჯახს მიენიჭება 570001 ქულა, დახმარება დაინიშნება სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეოთხე თვეს. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დახმარების ფორმა: თუ ოჯახი იღებს დევნილის დახმარებას, ან საოჯახო დახმარებას, მას სარეიტინგო ქულების მინიჭების შემდეგ მოუწევს აირჩიოს, ძველი დახმარება ურჩევნია, თუ "უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარება". ჩანაცვლების შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მაინც შეუნარჩუნდება, თუმცა დევნილებისთვის განკუთვნილ ფულად დახმარებას ვერ მიიღებს.

ჩივიაშვილის თქმით, პერიოდულად ხდება ოჯახის წევრების და ოჯახური პირობების გადამოწმება. თავად ოჯახები ვალდებულნი არიან, მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის შემთხვევაში, ან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლისას, დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის ორგანოს. "შესაძლოა, ბენეფიციალმა დაარღვიოს ეს პირობა და ცვლილების შემთხვევაში მაინც არ აცნობოს დეპარტამენტს. ამიტომ ჩვენ პერიოდულად ვაგზავნით სოცაგენტებს, რათა მოხდეს ოჯახის მდგომარეობის შესწავლა. ამისათვის ცალკე დეპარტამენტიც არსებობს", – აცხადებს ჩივიაშვილი.

ფულადი დახმარების მინიჭებისას, ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად, დახმარებას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც იმ დროისათვის არიან პატიმრობაში, არიან ქვეყნის გარეთ გასულები სამ თვეზე მეტი ვადით, ან იმყოფებიან ვადიან სამხედრო სამსახურში.
ხცვცვბცბცვნბვბნ
ხცვცვბცბცვნბვბნ
რაც შეეხებათ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს, ენიჭებათ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება.
ხცვცვბცბცვნბვბნ
ხცვცვბცბცვნბვბნ
გარდა ამისა, თბილისის მერიას აქვს სპეციალური დახმარების პაკეტი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომლის ფარგლებშიც შედის შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, მგზავრობასა და დაუცველი ოჯახების შვილების სწავლების საფასურზე.
ხცვცვბცბცვნბვბნ
ხცვცვბცბცვნბვბნ
როგორც სოცპროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, ცალკეული კერძო კომპანიები, პერიოდულად, საკუთარი ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის აწესებს გარკვეულ საჩუქრებს.
დფდსფდსგფდსგფდგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი