სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიამოვნებას ვიღებ რო დავდივარ იმ ქვეყნის ქუჩებში, რომელსაც ჩემი ქვეყანა ჟიმავსო" - რუსი ტურისტი საქართველოზე... ეს ამბავი გუშინ მელიქიშვილზე მოხდა

ფეისბუქ მომხმარებელი ნინო კალანდია სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

„აივანზე ვიყავი გასული მოსაწევად. მელიქიშვილიდან ჩემს ქუჩაზე შემოუხვია 7-8 კაციანმა რუსულად მოლაპარაკე ჯგუფმა. ჩაუარეს აივანს და პეროვსკაიას კუთხესთან გაჩერდნენ. მსჯელობდნენ სად ეჭამათ. ერთი ამბობდა, აი ამ ქუჩაზე ბევრი ბარებია და რომელიმეში შევიდეთო. ერთ-ერთმა თქვა, მე ხაჭაპურის ჭამა მინდა და ბარში არ ექნებათო. მეორემ უპასუხა, ნა ხრენ წებე ეტატ ხაჭაპური, და პაშლი ანი ვსე ვჟოპუ, ჩტობ სდოხლი ვსე. ია ვოდკუ ხაჩუ. ის ხაჭაპურის მსურველი ეუბნებოდა, გაჩუმდი, სირცხვილიაო, ის არ ჩუმდებოდა და გვამკობდა დიდებული სიტყვებით. გადავძახე, შენ, წითელ ქურთუკიანო, მოდი ერთი აქ თქო. ამოიხედა ზემოთ და რა გინდაო? რატო ხარ აქ თქო? მინდა და ვარო, თუ ასე გეზიზღება ეს ქვეყანა და ეს ხალხი, რატომ ჩამოხვედი თქო. ჩტობ ნასლაჟდატსაო და ამ ნასლაჟძენიეს რისგან იღებ თქო და რო დავდივარ იმ ქვეყნის ქუჩებში, რომელსაც ჩემი ქვეყანა ჟიმავსო. ის ხაჭაპურის მსურველი აჩერებდა და თან ბოდიშს იხდიდა, მარა ეს დამპალი არ ჩერდებოდა. დანარჩენები უსმენდნენ, ჩუმად. აღარ დავწერ აქ რეები ვეძახე, ის მაინც მეუბნებოდა, რომ ღირსები ვართ და მათგან ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დიალოგის დროს რამდენიმე ადამიანმა აიარა/ჩაიარა ქუჩაზე და კაციშვილს ხმა არ ამოუღია, პირიქით, ნაბიჯს უჩქარებდნენ. და ეს იმაზე გულისამრევი იყო, ვიდრე ის სიტყვები, რასაც იმ რუსისგან ვისმენდი.
ნაგავი იყო ის ტიპი, საზიზღარი. მე იმ ხაჭაპურის მსურველმა უფრო გამაკვირვა, რომელიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და იმ ტიპის ნაცვლად ბოდიშს იხდიდა. რატო იყო იმ ფაშისტთან ერთად. ვზივარ და ვფიქრობ, ჩემს ქვეყანას რომ რომელიმე სხვა ქვეყანა ქონდეს დაპყრობილი, ან იმ ქვეყნის რომელიმე ნაწილი ასე ძალადობრივად დატაცებული, სირცხვილით ვერასდროს ვერ დავადგამდი იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხს.
იმ წითელქურთუკიანს კიდე, იმედი მაქვს ამაღამ ბარში ვოდკა გადასცდება“.- წერს ნინო კალანდია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100