გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ.
სასჯელის ვადები ამგვარად განისაზღვრა:
ლაშა შერმადინი - 5 წელი და 3 თვე;
გიორგი მერაბიშვილი - 5 წელი და 3 თვე;
ნიკოლოზ ცუცქირიძე - 5 წელი და 3 თვე;
აკაკი ქვრივიშვილი - 6 წელი და 9 თვე;
ზ.ხ - 6 წელი და 9 თვე;
მსჯავრდებულების ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება არასრულწლოვნებს ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.
კომენტარი