სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის ის ადამიანი, ვისაც ერთ ლოყაში, რომ გაარტყა მეორეს მოგიშვერს. ხოდა გადავედი, აგერ ჩვენთან უბანში ეკლესიაა, ავარჩიე მამაო და ქადაგებისას ლოყაში გავარტყი"

რასამთავრობო ორგანიზაცია„შეაჩერე კორუფციის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ქადაგებისას ახალგაზრდა მამაოს სახეში გაარტყა.

მისი თქმით, მან ამ გზით შეამოწმა იყო თუ არა მამაო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.

„როგორც იცით ნამდვილი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი არის ის ადამიანი, ვისაც ერთ ლოყაში, რომ გაარტყა მეორეს მოგიშვერს. ხოდა გადავედი, აგერ ჩვენთან უბანში ეკლესიაა, ავარჩიე ახალგაზრდა მამაო, რომელიც ქადაგებს მართლმადიდებლობას და შევამოწმე თუ იყო ის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, შევამოწმე მარცხენა ლოყაში გარტყმით. როდესაც მეგონა, რომ მარჯვენას მომიშვერდა აი ნახეთ რას დამამგვანეს. ასე ვამხილე მე ცრუ მამაო“, – ამბობს ვიდეო მიმართვაში ვატო გელაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100