სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაუთის სამხედრო ბაზასთან კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა

გუდაუთის რაიონის სოფელ ხიფსტაში აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე–ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 25 წლის ბეხზოდ მამადალიევის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილში მოხვედრილი ჰქონდა ათამდე ტყვია.

შემთხვევის ადგილზეც აღმოჩენილია ათამდე თურქული წარმოშობის გილზა.

მკვლელობა გუდაუთის რაიონის სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა,სადაც რუსეთის ფედერაციის 350_მდე ჯარისკაცი იმყოფება.

დაკითხვებისას არცერთმა ჯარისკაცმა არ მისცა ჩვენება იმის შესახებ თუ რა მოხდა 23 ნოენბრის ღამეს და ვინ დაესხა თავს გუდაუთაში მომუშავე ნავთობკომპანიის თანამშრომელ ბეხზოდ მამადალიევს. გუდაუთის რაიონის სოფელ ხიფსტას მაცხოვრებლები ჩვენებებში ამბობენ,რომ მკვლელობის ღამეს შემთხვევის ადგილზე რამდენიმე რუსი ჯარისკაცი შეამჩნიეს,რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.სხვა ინფორმაცია ამის შესახებ მათ არ გააჩნიათ, რითაც შეიძლება ვივარაუდოთ რომ მამადალიევი მაუჩიანი პისტოლეტით იქნა მოკლული. როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს დაკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები,თუმცა ინფორმაციას ამის შესახებ დე–ფაქტო პროკურატურა არ ახმაურებს.

მალხაზ ბასილაია – „ნიუსლაინისსამეგრელოს კორესპონდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100