სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტივ ჯობსის გარდაცვალების გამო „Apple”-მა მთავარ გვერდზე მისი შავ–თეთრი ფოტო განათავსა

წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „Apple”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, სტივ ჯობსი გარდაიცვალა. ჯობსი 56 წლის იყო. მსოფლიო ტექნოლოგიების აღიარებული გურუ და ინტელექტუალი, უკანასკნელ ხანს, კიბოთი ავადმყოფობდა. სტივ ჯობსმა „Apple”, სტივ ვოზნიაკთან და რონალდ უეინთან ერთად, 1976 წელს დაარსა. ის გადამწყვეტი ფიგურა, პერსონალური კომპიუტერების განვითარების საწყის ეტაპზევე, 70-80-იან წლებში გახდა.

სტივ ჯობსი, ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, 2011 წლის აგვისტოში, „Apple”-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. კომპანიის მეთაური ტიმ კუკი გახდა. თავად ჯობსს წასვლის მიზეზების შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მედია და ბლოგერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიზეზი მისი ჯანმრთელობა იყო. გენერალურ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები 2003 წლიდან შეექმნა, როცა მას სიმსიმვნე დაუდგინეს. 2008 წლიდან, ყველამ შეამჩნია, რომ „Apple”-ის ხელძღვანელი ძალიან გახდა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ხმები მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ. 2009 წელს, სტივ ჯობსმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაც გაიკეთა.

ამჟამად, კომპანია „Apple”-ის მთავარ გვერდზე სტივ ჯობსის შავ-თეთრი ფოტოა განთავსებული. კომპანია სთავაზობს პუბლიკას, გამოთქვას საკუთარი აზრები და მოგონებები, მსოფლიო მნიშვნელობის ინტელექტუალთან დაკავშირებით, ასევე, მიუსამძიმროს ყველას ამ მისამართზე წერილის გაგზავნით. „უნდა გჯეროდეთ რაღაცის — თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია; და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება“ - აცხადებდა სტივ ჯობსი – ადამიანი,რომელმაც შეცვალა მსოფლიო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100