სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენგურის ხიდზე ქვეითად მოძრაობა მოსახლეობისთვის მაქსიმალურად შეიზღუდა

ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება მაქსიმალურად შეიზღუდა. ამის შესახებ livepress.ge-ს სანდო წყარომ შეატყობინა. წყაროს ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებამ დამატებითი ძალები ენგურის ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ განათავსა. მისივე თქმით, ამჟამად ხიდზე ე.წ. ფასიანი საშვის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია, მანამდე კი მოსახლეობა ვადაგასული ე.წ. საშვებით სარგებლობდა და ადმინისტრაციულ საზღვარს პრობლემების გარეშე კვეთდა. ცნობით, გალში მცხოვრებთათვის ერთჯერადი საშვის ღირებულება შეადგენს 100 რუსულ რუბლს, ტყვარჩელის რაიონის მცოვრებთათვის 150 რუბლს, ხოლო სოხუმში მიმავალთათვის 200 რუბლს.

გალი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მძღოლმა Livepress.ge-ს ზუგდიდში უთხრა, რომ გალის მოსახლეობა ძირითადად განმუხური-ფიჩორის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. შემოვლითი გზებით გადაადგილდება, მაგრამ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო ადმინისტრაციული საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდება. „ჯერ-ჯერობით ვახერხებთ გადასვლას. საზღვართან ვიმალებით და როცა სასაზღვრო პატრული გაივლის, გვატყობინებენ და ვიპარებით. შემოვლითი გზით გადასვლისას, რომ დაგვიჭირონ, საშვიც არ მოქმედებს. დაგვაკავებენ და ბრალდებად საზღვრის უკანონო გადაკვეთას წაგვიყენებენ“. უთხრა livepress.ge-ს გალი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მძღოლმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100