ავარიას ხაშურში სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სასულიერო პირი
საშინელი ავარია მოხდა ხაშურში. სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი