სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21-ე საუკუნის ომები და მსხვერპლის რაოდენობა

ომებმა და სამხედრო კონფლიქტებმა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ერაყსა და ავღანეთში დღემდე მიმდინარეობს, მინიმუმ 225 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ წარმოებულ კვლევაზე დაყრდნობით, სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

მკვლევარებმა, ნეტა კროუფორდის და კეტრინ ლუტცის ხელმძღვანელობით, ერაყის და ავღანეთის, ასევე, პაკისტანის ანტიტერორისტული კამპანიები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ საბრძოლო ოპერაციებში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კოლოსალურია. ზუსტი მონაცემების მოპოვება და დადგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ კონკრეტული კვლევების შედეგები გარკვეულ, რეალურ სურათს მაინც ასახავს. დაჭრილების საერთო რიცხვი, ექსპერტთა გამოთვლით, დაახლოებით 365 ათასს შეადგენს.

სამწუხაროდ, საგანგაშოა მშვიდობიან მოსახლეობაში დაზარალებულთა რიცხვი. უნივერსიტეტის წარმომადგენლების ცნობით, მათი რიცხვი 172 ათასს შეადგენს. აქედან, ერაყელია 125 ათასი, 56 ათასი პაკისტანელი და 12 ათასი ავღანელი. დაღუპული მებრძოლების საერთო რიცხვი, დაახლოებით, 20 ათასიდან 51 ათასამდე მერყეობს.

რაც შეეხება თავად ამერიკის შეერთებული შტატების დანაკარგებს, საკუთარ ჯარისკაცთა რიგებში, მათი რაოდენობა დაახლოებით ექვსი ათასია, კოალიციის დანარჩენი წევრების კი - 1,2 ათასი. დაღუპული ერაყელი სამხედროების რიცხვი 9,9 ათასს აღწევს, პაკისტანის - 3,5 ათასს, ავღანელების - 8,8 ათას ადამიანს. კერძო დაცვის ფირმებმა, ამ ომებში, 2,3 ათასი თანამშრომელი დაკარგეს.

ერაყ-ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტებმა, 168 ჟურნალისტის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების 266 წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ომების შედეგად დევნილად ქცეულთა საერთო რიცხვმა 7,8 მილიონს მიაღწია. სამხედრო ბიუჯეტის საერთო დანახარჯები 3,7 ტრილიონი დოლარია, თუმცა, ამას სხვა სახის თანხებიც ემატება, რომელიც მკვლევართა ანგარიშში, ინფორმაციის არასაჯაროობის გამო, ვერ აისახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100