სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია „ნატახტარი“ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 20 ათასი ლარით ეხმარება

ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდება - ფულადი დახმარება, საკვები, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. ტრაგედიას კომპანია „ნატახატრიც“ ეხმაურება და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. კომპანია შესაძლებლობების ფარგლებში ჩაერთო დაზარალებულთა დახმარების პროცესშიც, კერძოდ, დახმარების ფონდში 20 ათასი ლარი გადაირიცხა, სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები.

„სამწუხაროდ, ეს მცირედია რისი გაკეთებაც კომპანიამ დაზარალებულებისთვის და ადგილზე მომუშავე მოხალისეებისთვის შეძლო,- აღნიშნავს „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს თუმცა, ზარალის დათვლა კვლავ გრძელდება. უსახლკაროდ 40-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100