სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ჯაზკონკურსის გამარჯვებული ბენდი გამოვლენილია

ბათუმის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებული კონკურსი ახალგაზრდა ჯაზბენდებისათვის დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული ბენდი შემდეგი შემადგენლობით:

- ვამეხ ხერხეულიძე / ბასი

- აჩო ჩხიკვიშვილი / გიტარა

- გიორგი ბერიშვილი / საქსაფონი

-

გამარჯვებულ ჯაზბენდს მიეცემა საშუალება, დაუკრას „ჯაზის დღეებზე" თიბისი ბანკის ბათუმის ფილიალებში 14 - 26 ივლისს და მიიღოს ფულადი ანაზღაურება 4 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თიბისი ბანკი გამარჯვებულ ბენდს აძლევს საშუალებას, მიიღოს მონაწილეობა ჯემ-სეიშენებში და დაუკრას ცნობილ მუსიკოსებთან ერთად. ასევე ფესტივალის დღეებში, კონცერტების დაწყებამდე, გამარჯვებული ბენდი დაუკრავს ბულვარშიც.

„ვფიქრობ, შავი ზღვის ჯაზ ფეტივალი, რომელსაც წელსაც, ტრადიციულად, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, TBC Status წარმოადგენს, არის შანსი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის, რომ მათ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩნონ საკუთარი შემოქმედება, მიიღონ საკმაოდ კარგი ჰონორარი და დაუკრან მსოფლიოს ცნობილ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც კონკურსი წამოვიწყეთ და მოვუწოდეთ ახალგაზრდა ბენდებს, რომ მიეღოთ მასში მონაწილეობა. გამარჯევებული ბენდი აარჩია პროფესიონალმა ჟიურიმ (კახა კანდელაკი, რეზო კიკნაძე, დინი ვირსალაძე) და ის გაემგზავრება ბათუმის ჯაზფესტივალზე, დაუკრავს ყოველი კონცერტის დაწყების წინ ღია ცის ქვეშ, ასევე ჩვენს ფილიალებში და ჯემ სეიშენებზე. ვფქრობ, ეს კარგი შანსია ახალგაზრდა მუსკოსებისათვის,“ განაცხადა თბისი ბანკის მედია კომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100