"მაესტრომ" რუსთაველის გამზირი პირდაპირ ეთერში ჩართო
ტელეკომპანია მაესტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია პირდაპირ ეთერში ჩართო. ჯერჯერობით უცნობია, პირდაპირი რეპორტაჟი უწყვეტი იქნება თუ დროდადრო ჩაირთვება.
შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძემ თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია დაიკავა. "სახალხო კრება" თავისუფლების მოედანზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ლიდერებმა გადაწყვეტილება მსვლელობის დროს შეცვალეს.
რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა რკინის ბარიერები და სხვბა მასალები თვითნებურად გადაადგილეს და ბარიერები აღმართეს.
"სახალხო კრების" აქცია რუსთაველზე და მათ შორის, პარლამენტის წინ, მერიის მიერ სანქცირებულია. სანქციის ვადა დღეს საღამოს იწურება.
კომენტარი