სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პენტაგონი: აშშ მზად არის ირანელი სამხედროების გასანადგურებლად

აშშ მზადაა, ნებისმიერ ფასად წინ აღუდგეს ორმუზის ყურის გადაკეტვის მცდელობას, რომელიც სპარსეთის ყურის ნავთობის არტერიადაა მიჩნეული. „ამას არანაირად არ დავუშვებთ, თუნდაც ძალის გამოყენება დაგვჭირდეს“, განაცხადა CBS News-ის ეთერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ.

ლეონ პანეტას თქმით, ირანის მხრიდან ორმუზის ყურის ბლოკირება ის ხაზია, რომლის გადაკვეთითაც ირანის ისლამური რესპუბლიკა აშშ-ის საპასუხო ქმედებების მაპროვოცირებელი გახდება. „ჩვენ ამას არ მოვითმენთ. თუ ისინი გადაკეტავენ ყურეს, ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა პანეტამ.

ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარტინ დემფსიმ ყოველგვარი ორაზროვნებისა და დიპლომატიის გარეშე განაცხადა, რომ „თუკი ირანელები ყურის ბლოკირებაზე წავლენ, აშშ მზად იქნება მათ გასანადგურებლად“.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის 27 დეკემბერს ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ რეზა რაჰიმმა განაცხადა, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ზალები გადაკეტავენ ორმუზის ყურეს, თუკი დასავლეთი ირანის მიმართ სანქციებს დააწესებს. ამ განცხადების შემდეგ ირანის სამხედრო-საზღვაო სწავლებების ზონაში აშშ-ის დამრტყმელი ჯგუფი შევიდა, ავიამზიდისა და სამხედრო გემების თანხლებით.

ირანის ტელეარხები უკვე ვიზუალურ-გრაფიკულად განიხილავენ მოსალოდნელი შეტაკების მომენტებს. ასე მაგალითად, PressTV ვარაუდობს, რომ მძიმე ამერიკული გემები, მეტად ვიწრო სპარსეთის ყურეში, ირანის ტორპედოებისთვის კარგი საკბილო და სამიზნე იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100