საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები საბრძოლველად, ციხეებიდან გათავისუფლდებიან - ზელენსკის ახალი მიმართვა
საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები ციხეებიდან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზოგიერთ მონაწილეს უქმდება ყველა სანქცია. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც შეუძლია შეუერთდეს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას, ეს უნდა გააკეთოს. ამ დღეების განმავლობაში გადავიტანეთ ის რაც სხვა ქვეყნებს შესაძლებელია ათწლეულები არ გადაუტანია. დიდხანს გვეუბნებოდნენ რომ უკრაინელებს რაღაცა გვაკლია, რაღაცაში დამნაშავეები ვართ. ათწლეულებია საშინაო დავალებებს გვაძლევენ. აქედან გამომდინარე ხშირად ვერ ვამჩნევდით ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს. ახლა ეს ყველაფერი გამოჩნდა და თითოეულში ჩვენგანი აღფრთოვანებულია. დასავლელ პარტნიორებთან საუბრის დროს პატივისცემას ვგრძნობ. უკრაინელებმა მსოფლიოს დავანახეთ ვინ ვართ, ხოლო რუსეთმა კი როგორი გახდა. წარმოიდგინეთ, რუსეთის აგრესიას ბოლო 4 დღეში 16 ბავშვი ემსხვერპლა, 45 კი დაიჭრა. ყოველი ბოროტება, ყოველი ტყვია, რომელსაც მტერი ჩვენს წინააღმდეგ ჩადის და ისვრის, გვაძლიერებს. ჩვენი პარტნიორების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. რუსეთს დასავლეთის მსგავსი ერთიანობა ვერ წარმოედგინა. თუმცა ჩვენ ეს ისტორია შევცვალეთ. ევროკავშირმა იარაღის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო. მადლობელი ვარ. გუშინ ქალბატონ ურსულას ვესაუბრე. ევროპაში ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული რომ უკრაინელი ჯარისკაცები როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დასაცავად იბრძვიან. ჩვენი ბიჭები ბავშვებისთვის, დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვიან, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმის უფლებას გვაძლევს. მივმართავთ ევროკავშირს, დაუყონებლივ დაიწყოს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მადლობას ვუხდით ევროკავშირის გაწეული დახმარებისთვის, თუმცა ჩვენი ოცნება არის რომ ამ ოჯახის წევრები გავხდეთ. ამასთან მთავარია რომ თანასწორუფლებიანები ვიყოთ. მჯერა რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, გვჯერა რომ ეს სამართლიანი იქნება, გვჯერა რომ ეს შესაძლებელია. რუსეთმა ამ აგრესიით ძალიან დიდი დანაკარგი მიიღო და გეგონება რომ ეს ომი მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ეს რაში გჭირდებათ ?! უბრალოდ რუს ხალხს ეს რაში სჭირდება ?! უკვე 4500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - ჯარისკაცებო, აქ რისთვის ჩამოხვედით ? თქვენი სამხედრო ტექნიკა ჩვენს წინააღმდეგ რისთვის გამოიყვანეთ? .. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4500 რუსი ოკუპანტი დაიღუპა. დაყარეთ იარაღი და წადით. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, არ დაუჯეროთ თქვენს პროპაგანდისტებს. თავი გადაირჩინეთ. წადით... მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს, ნებისმიერს ვისაც მტერთან გამკლავება შეუძლია, ეს გააკეთოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინელები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა დიდ საბრძოლო გამოცდილებას ფლობენ, თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან და ეძლევათ საშუალება დანაშაული ყველაზე ცხელ წერტილებში გამოისყიდონ. ახლა ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის დაცვაა. როდესაც საპრეზიდენტო მარათონში ჩავერთე - ვაცხადებდი რომ თითოეული უკრაინელი თავისი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია ჩვენს ქვეყანაზე. ახლა კი თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. მებრძოლი თავის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გაკეტებულ მიმართვაში.
კომენტარი