გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ნასვამმა მამაკაცმა 15 წლის მოზარდი დაჭრა
გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ნასვამმა მამაკაცმა 15 წლის მოზარდი დაჭრა - შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ეჭვმიტანილი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.
გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაზარალებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
კომენტარი