სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ასევე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.

თავად ეკა ბესელია სხდომას არ ესწრება. ის საქართველოში არ იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100