"ქართველი მამრი "ოფიციანტს" ხომ ჯერ ისევ, როგორც "ბოზს" ისე უყურებს... ხოდა, კანონი რომ იარსებებს, ეგრე ვეღარ იქნება"
ნახეთ, რას წერს ნინია კაკაბაძე ახალი კანონპროექტის შესახებ სექსუალურ შევიწროებაზე:
"რა ვიცი, მე ვინც არ მინდა არ მაშტერდება და..." ეგ ვთქვით უკვე? ახლა გაიხსენეთ. არ გინახავთ, მაგალითად, ასეთი სცენა კაფეში ან რესტორანში - როგორ მიშტერდებიან და "ეარშიყებიან" ახალგაზრდა, ლამაზ მიმტან გოგოებს? მიმტანი გოგოს დავალება კი კლიენტის კეთილგანწყობის მოპოვებაა, მას ამის ატანა უწევს. ქართველი მამრი კი "ოფიციანტს" ხომ ჯერ ისევ, როგორც "ბოზს" ისე უყურებს, ამიტომ გოგონას მკაცრი მზერის მიუხედავად განაგრძობს ღლაბუცს და მიშტერებას. ხოდა, კანონი რომ იარსებებს, ეგრე ვეღარ იქნება. იმ რესტორნის მფლობელსაც უჩივლებ თუ არ დაგიცავს და მოძალადესაც.
კომენტარი