7 ნიშანი იმისა, რომ თქვენს მამაკაცს აღარ უყვარხართ - თუ ეს ყველაფერი უკვე ხდება, მაშინ ურთიერთობას აღარფერი ეშველება
როგორ უნდა გაარჩიოთ ურთიერთობის კრიზისი მისი დასასრულის დასაწყისისგან? როგორ უნდა აღიაროთ საკუთარ თავთან, რომ ეს დასასრულია და ურთიერთობა აღდგენას აღარ ექვემდებარება? ღირს თუ არა ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბრძოლა, თუ ეს ტყუილი დროის კარგვაა? ჩვენ გთავაზობთ 7 სხვადასხვა ნიშანს, რაც მამაკაცის დაკარგულ ინტერესსა და გაციებულ გრძნობაზე მეტყველებს:
მთლიანად თქვენს თავზე ხართ დამოკიდებული - სადმე აპირებთ წასვლას და არ გსურთ ბარგის წაღებისას დახმარება სთხოვოთ, რადგან იცით, რომ ეს არ ეხალისება. ასევე სხვადასხვა სიტუაციებში, როცა მისი რჩევა და თანადგომა გჭირდებათ, ცდილობთ, კონფლიქტს აარიდოთ თავი, რადგან საბოლოოდ მაინც ყველაფერს გსაყვედურობთ ნაცვლად დახმარებისა. ამიტომ, იძულებული ხართ, საკუთარ თავს თავად მიხედოთ, რადგან ის ისე აღარ იქცევა, როგორც წინათ... როცა უყვარდით.
ყოველთვის ცუდ განწყობაზეა - მამაკაცი, რომელიც სიყვარულს გრძნობს გულში, ყოველთვის კარგ განწყობაზეა, მით უფრო, როდესაც იმ ქალის გვერდით არის, ვინც უყვარს. თუმცა, როდესაც გრძნობა ნელ-ნელა ქრება, განწყობაც შესაბამისად იცვლება და ის მუდამ ცუდ ხასიათზეა მიზეზის გარეშე. უარყოფითი განწყობა ურთიერთობაში აისახება და დიდი გავლენას ახდენს მის გაფუჭებაზე. ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს დეპრესია აქვს და ეს გრძნობის განელებასთან კავშირში არაა, უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. ამის გარჩევაც მარტივია - დეპრესიის დროს სიამოვნების თქვენი ზრუნვა და ყურადღება, ხოლო როცა ბზარი მის გრძნობებში ჩნდება, არა თუ თქვენი ყურადღება, ცუდი განწყობის მიზეზით დაინტერესებაც აღიზიანებს თქვენი მხრიდან.
სიმსუბუქე ქრება - სახლი ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობ, სიყვარული კი ჰარმონიას ქმნის ამ სახლში. ეს გრძნობა დაძაბულობასა და აგრესიას აქრობს ადამიანში. მართალია, კონფლიქტი ყველა წყვილს აქვს ერთმანეთში, თუმცა ის არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს და ხშირი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. როცა სიყვარული ქრება, ადამიანები ერთმანეთთან დაძაბულები არიან, სასაუბრო თემები ამოწურული აქვთ, ის სიმსუბუქე ქრება, რაც მანამდე ურთიერთობას უხალისებდათ.
თქვენთან ერთად დროის გატარება არ სურს - ბოლო დროს გაგირბით, სამსახურში მეტ დროს ატარებს, სახლში გვიან ბრუნდება, სურს თავი აარიდოს თქვენს შემოხედვას, რადგან ქვეცნობიერად თავის დანაშაულს აანალიზებს და იმდენი გამბედაობაც არ ჰყოფნით, რომ გულახდილად დაგელაპარაკოთ იმ ყველაფრის შესახებ, რაც მის თავს ხდება. რადგან სიყვარულში მეგობრობის ნაკლებობა თავიდანვე იყო.
არ გაქვთ საერთო გეგმები - მოსიყვარულე წყვილს ძალიან უყვართ გეგმების დალაგება, ფიქრი იმაზე, თუ სად გაატარებენ შვებულებას, რომელ სკოლაში მიიყვანენ ბავშვს, როგორ მოაწყობენ სახლს რემონტის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მამაკაცს გრძნობები უქრება, ის საერთოდ წყვეტს იმ მომავალზე ფიქრს, სადაც მისი პარტნიორი ფიგურირებს. გარდა ფიქრისა, თქვენ კომუნიკაციაც ძალიან იშვიათად გაქვთ ერთმანეთთან.
თავს არიდებს სექსს - როგორ შეიძლება მამაკაცს, რომელიც თავს არიდებს თქვენთან სექსს, კიდევ უყვარდეთ? შესაძლოა ერთხელ დაღლილი იყოს, მეორედ განწყობა არ ჰქონდეს, მესამედ ეძინებოდეს, მაგრამ ამან ხშირი ხასიათი არ უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დროა დაელაპარაკოთ და გაარკვიოთ ურთიერთობა.
ხშირად გაკრიტიკებთ - მხოლოდ მას შემდეგ ექცევა მამაკაცი ქალს უპატივცემულოდ, რაც ხვდება, რომ იგი აღარ უყვარს. თუ თქვენს მინუსებს ხშირად უსვამს ხაზს, უმიზეზოდ გეუხეშებათ, ხშირად გაკრიტიკებთ, ეს უკვე დასტურია იმისა, რომ მას აღარ უყვარხართ
კომენტარი