გონიოში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია
გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო
გზაზე მომხდარ
ავარიას ორი
ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა, ხოლო
ერთი მძიმე
მდგომარეობაში საავადმყოფოშია
გადაყვანილი. შემთხვევა
დღეს დილით
მოხდა, ერთმანეთს
მსუბუქი ავტომობილები
შეეჯახნენ. ადგილზე
სამაშველო- სასწრაფო
და საპატრულო
პოლიციის თანამშრომლები
იყვნენ მობილიზებული.
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი