მამამ სახლში თაგვი მოკლა, ის რაც ამის შემდეგ პატარა ბიჭუნამ თქვა ნამდვილად შთამბეჭდავია
პატარა ბიჭუნას სახლში, მამამისმა თაგვი მოკლა და ბავშვი აღშფოთებულია, მისი არგუმენტები და აზრები ნამდვილად ღირს მოსასმენად. მათთვის ვინც რუსული ენა არ იცის, გთავაზობთ თარგმანსაც.
„მამა წარმოიდგინე რომ შენ ხარ თაგვი და მოგკლეს, კარგად იგრძნობ თავს? წარმოგიიდგინე შეიძლება ვიღაცის მამამ ლეკვები მოკლას, ეს სამხიარულო იქნება?
ელა წარმოიდგინე შენ რომ ვიღაცის კარადაში ცხოვრობდე, გენდომებოდა, რომ მოგკლან?
თქვენ რა გინდათ რომ საერთოდ აღარ არსებობდნენ თაგვები? ელა თქვენ რა გინდათ მათგან მხოლოდ ძვლებიღა დარჩეს? დედას მოვუყვები ამის შესახებ, თქვენ ახლა ბუნებას ღუპავთ.
იქნებ ორსულად იყო, იქნებ ბავშვები უნდა გაეჩინა, თქვენ კიდევ მოკალით, ბრავო, ბრავისიმო, თქვენ ბუნებას ღუპავთ.
ორსულად არ იყო? გამოდის დაქორწინებაც კი ვერ მოასწრო, არადა ხომ შეეძლო დაორსულება.
ბრავო, ბრავისიმო, თქვენ გამო მალე ცხოველები გაქრებიან.
ელა ისინი იმიტომ მოვიდნენ ჩვენთან რომ უსაფრთხო სახლსა და საჭმელს ეძებენ, იცი როგორ უჭირთ მათ ადამიანის სახლში?“
კომენტარი