ღარიბაშვილის შეხვედრა მიგელ არიას კანიეტესთან
საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კლიმატური ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს შეხვედრის ძირითადი თემები.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის პერსპექტივები. როგორც პრემიერმა ევროკომისართან შეხვედრისას აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს.
ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, უშუალოდ ჩაერთოს მოლაპარაკებებში, წარმატებული შედეგის მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს, სამხრეთის დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.
კომენტარი