დიდი ბრიტანეთი საზღვაო ძალებს აძლიერებს
სარაკეტო სისტემების მწარმოებელმა წამყვანმა ევროპულმა კომპანია MBDA–მა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებისაგან, 165 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეკვეთა მიიღო. კომპანიამ ამ ღირებულების სახომალდო საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Sea Viper უნდა დაამზადოს. ხომალდების Sea Viper–ით აღჭურვა 6 წელიწადში უნდა დასრულდეს.
ყოველი გემი, აღჭურვილი იქნება ვერტიკალური გამშვები დანადგარით „სილვერი“, 48 რაკეტით „ასტერი“, ასევე მართვის მოწყობილობითა და პროგრამული უზრუნველყოფით. გემზე ასევე დამონტაჟებული იქნება რადიოლოკაციური სადგური „სემპსონი“.
კომენტარი