ნუგზარ წიკლაური: ხელისუფლება 26 მაისს აღლუმს დაიცავს
ხელისუფლება 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩატარებულ აღლუმს შესაბამისად დაიცავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ნინო ბურჯანაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, 26 მაისს რუსთაველზე, გარდა იმის, რომ ჯარები გაივლიან აღლუმზე, ათიათასობით ადამიანი გამოდის, რომ შეიარაღებულ ძალებს მისასალმებლად და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
"ამ შემთხვევაში რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა, საბრძოლო ტექნიკის შეფერხება, სამხედროების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯების გადადგმა გამოიწვევს დაპირისპირებას სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შოროს, ამის დაშვება კი ნიშნავს, რომ დაუშვა შენი ქვეყნის გადასროლა კრიმინალურ ანარქიასა და ქაოსში", - აღნიშნა დეპუტატმა.
წიკლაურის თქმით, ხელისუფლება ასეთი რამის დაშვებას არ აპირებს.
კომენტარი