სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 3 მედიკოსია

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტკიკრიზისული ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მათგან სამი მედიკოსია. ისინი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები არიან, ორი შემთხვევის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 686 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100