სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმიგრაცია კანადაში Express Entry პროგრამით

„იმიგრაცია კანადაში Express Entry პროგრამის ფარგლებში, ეს არის თქვენი საემიგრაციო განაცხადის განხილვის ახალი, სწრაფი გზა და მუდმივი საცხოვრებლის ადგილის მიღების (მუდმივი რეზიდენტის სტატუსი) შესაძლებლობა“ - აცხადებს „თეგეტა თრეველის“ გაყიდვებისა და პროდუქტის მენეჯერი, თამარ კახიანი.

რას გულისხმობს პროგრამა Express Entry ?
კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას გეგმავს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, 1 080 000 ემიგრანტის დაშვება განიხილება.

Express Entry - ეს არის კანადაში იმიგრაციისათვის ახალი მეთოდი განაცხადის წარდგენის და მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მიღებისთვის. აპლიკაციების განიხილვის შემდგომ, ქულებით ფასდება აპლიკანტები, რამდენად მიესადაგებიან კანადის საემიგრაციო პროგრამას და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ შესაბამის კოორდინაციას.

Express Entry პროგრამის შემდეგი დადებითი ფაქტორები აქვს:

- სპეციალობების შეუზღუდავი სია ფედერალური პროგრამის მიხედვით (Federal Skilled Worker).

- შეუზღუდავი ადგილები თითოეულ სპეციალობაზე.

- საიმიგრაციო განაცხადების შეუზღუდავი რაოდენობა.

- პირველადი საემიგრაციო განაცხადების განხილვა მოკლე ვადებში

- რეგისტრაცია ვაკანსიების ეროვნულ ბაზაში Job Bank of Canada.

რა პროცედურები უნდა გავიაროს კანადაში იმიგრაციის მსურველმა?

განვიხილოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა უფრო გასაგები და მარტივი იყოს. სულ 4 ნაბიჯისაგან შედეგება და დაახლოებით ბიუროკრატიული საკითხები 2 თვიდან 12 თვემდე გრძელდება. ეს დამიკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივაწვდით მოთხოვნილ დოკუმენტებს.

ნაბიჯი I: უნდა გაარკვიოთ, რამდენად მიესადაგება თქვენი კანდიდატურა კანადის საემიგრაციო სისტემის მოთხოვნებს.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ Express Entry სამ სხვადასხვა საემიგრაციო პროგრამას აერთიანებს და თითოეული მათგანი სხვადასხვა კრიტერიუმს ანიჭებს უპირატესობას.

https://www.canada.ca/en/immigration-refugees-citizenship/services/come-canada-tool.html ვებ გვერდზე უნდა ვუპასუხოთ რამდენიმე მარტივ კითხვას, რათა გავიგოთ აკმაყოფილებთ თუ არა მინიმალურ მოთხოვნებს:

ეროვნება, ასაკი, ენობრივი უნარ-ჩვევები (ყურადღება ინგლისურსა და ფრანგულზე გაამახვილეთ), ოჯახის წევრები, განათლება, სამუშაო გამოცდილება, დეტალები ნებისმიერი სამუშაოს შემოთავაზებაზე.

ან პროგრამების მიხედვით და თქვენი უნარ-ჩვევების: Federal Skilled Worker Program; Federal Skilled Trades Program; Canadian Experience Class

ნაბიჯი II - დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება

პროგრამაში მონაწილეობისას თქვენ დაგჭირდებათ: ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS გამოცდის მინიმუმ 6.5 ქულით) ; პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა), რომელიც არის World Education Services მიერ დამოწმებული - „განათლების კრედიტების შეფასების“ დამადასურებელი საბუთი (Educational Credential Assessment), ანუ უცხოეთში მიღებული განათლება უნდა შეესაბამებოდეს კანადის საშუალო და საშუალოს შემდგომი განათლების საფეხურებს.; კანადაში სამუშაოს შემოთავაზების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ნასამართლეობის შესახებ ცნობა (გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს); სამედიცინო შემოწმების ცნობა; ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა; დაგროვილი გამოცდილება კარიერასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში - სამუშაო გამოცდილება, კონფერენციები თუ სხვა მოხალისეობრივი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები; კანადაში ნათესაური კავშირების შესახებ: ოჯახის წევრების - შვილების შესახებ ინფორამცია (თუ გყავთ);

ნაბიჯი III - თქვენი პროფილი

მას შემდეგ, რაც Express Entry თქვენს კანდიდატურას დადებითად შეაფასებს, ავტომატურად ხვდებით უამრავი აპლიკანტის გვერდით.

ამ კანდიდტთა სიაში თქვენს პოზიციას პროფილზე მონიჭებული ქულებით დაიკავებთ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ, სამუშაო გამოცდილებას. პროფილის მართვა, შემოწმება, ინფორმაციის სწორად განთავსება, თქვენი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების სწორად წარმოჩენა მოგიტანთ იმ ქულებს, რომლებიც თქვენს კანდიდატურას დამსაქმებლისა და კანადის სახელმწიფოსთვის სხვა აპლიკანტებთან შედარებით, უფრო პერსპექტიულ და სანდო კადრად წარმოგაჩენთ.

ნაბიჯი IV - მოწვევის მიღება და მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი

Express Entry - ს პროგრამა კანდიდატებიდან უმაღლესი ქულების მქონეს უკავშირდება. თუ თქვენ ამ მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებთ, მაშინ, 60 დღე გაქვთ, რათა სრული დოკუმენტაცია წარადგინოთ. წარმოდგენილ დოკუმენტაციას Express Entry 6 თვით ან უფრო ნაკლებ პერიოდში განიხილავს.

რომელი არის მოთხოვნადი საემიგრაციო პროგრამები და პროფესიები?

არსებობს, პროვინციებში ემიგრაციის, კვალიფიციური კადრების ემიგრაციის პროგრამაც. მაგალითისთვის, შეიძლება თქვენი კანდიდატურა Caregivers პროგრამაში წარმოადგინოთ, რომელიც ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლას გულისხმობს. ამასთან ერთად, შეიძლება თქვენი აპლიკაცია შემდეგ კატეგორიებს Start-up visa, Family sponsorship -ს, Self-employed - ს უკეთესად მიესადაგებოდეს. ზოგიერთი აპლიკანტისთვის შესაძლოა Immigrant Investor პროგრამაც იყოს სასურველი, რომელიც კანადის ეკონომიკაში ინვესტიციის განხორციელებას და ამ გზით ცხოვრების უფლების მოპოვებას გულისხმობს.

რაც შეეხება მოთხოვნად პროფესიებს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, რომლებზეც ემიგრანტების დასაქმება ხდება, შემდეგია: მომვლელი; ძიძა; დურგალი; დამხმარე ფერმაში; რესტორნის პერსონალი - მიმტანი; მზარეული; ბარმენი; სამზარეულოს პერსონალი; მზარეული და შეფმზარეული; წყალსადენის ხელოსანი; გადაზიდვის სამსახურის მძღოლი; მსუბუქი სამუშაო ტექნიკის,მაგალითად, ტრაქტორის მძღოლი; ექთნები, ინჟინრები, ინჟინერ მექანიკოსები, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერები, კომპიუტერული სისტემების მენეჯერები, საბანკო და საკრედიტო მენეჯერები და ფარმაცევტები.

როგორ დაგიკავშირდეთ კანადაში იმიგრაციის ან სხვა ტურისტული მომსახურებისთვის მგზავრი?

ნებისმიერი ტურისტული სერვისის მიღების სურვილის შემთხვევაში გელოდებით ჩვენთან ოფისში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზ. #173, თბილისი, 0112, საქართველო.
ან დაგვიკავშირდით +995 32 2443322
Mob: +995 514903010
E-mail –
[email protected]
[email protected]
Facebook
www.TegetaTravel.ge

ჟურნალისტი: ნინო მუზაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100