ქვემო ფონიჭალაში ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცი მოკლეს
ქვემო ფონიჭალაში კვების ერთ-ერთ ობიექტში მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა - ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შემთხვევა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახელებულ ტერიტორიაზე მოხდა - ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველების განმარტებით, დაწესებულების მეპატრონე გამოძიებასთან თანამშრომლობს.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დადგენილია, სავარაუდო, ბრალდებულის ვინაობაც. მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი