სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბი: გამაოგნებელია, რომ ჩემს წინააღმდეგ აფხაზი ხალხის მტერს იყენებენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტობის” კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბი მისი ერთ-ერთი კონკურენტის, სერგეი შამბას საარჩევნო შტაბს პროვოკაციაში ადანაშაულებს. გასულ საღამოს სოხუმის ფილარმონიასთან შეკრებილ, შამბას მხარდამჭერებს უჩვენეს გაზეთ ”მოსკოვსკაია პრავდასთან” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს ვიდეოვარიანტი, რომელშიც ის აცხადებს, რომ 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ინფორმაციას აწვდიდა აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილების შესახებ. ალექსანდრე ანქვაბმა სააგენტო ”ინტერფაქსთან” დღევანდელ ინტერვიუში კიტოვანის განცხადებას სიცრუე უწოდა, სოხუმში მისი ინტერვიუს ჩვენებას კი, მოსალოდნელი, რადგან ანქვაბის თქმით, ინფორმირებული იყო შამბას საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციის მზადების შესახებ. ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია, როდესაც მისი კონკურენტი მოწმედ და ფაქტობრივად, მოკავშირედ იყენებს სამხედრო დამნაშავესა და აფხაზების მკვლელ კიტოვანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100