სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეიბორისტებმა მიხეილ ხუბუტიას „ზუგდიდელი თაღლითი“ უწოდეს

ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად უარყოფს მიხეილ ხუბუტიას მიერ გავრცელებულ განცხადებას და მას „ზუგდიდელ თაღლითს“ უწოდებს.

ლეიბორისტების აღშფოთება მიხეილ ხუბუტიას მიერ გავრცელებულმა ცნობამ გამოიწვია, სადაც მოსკოვში მყოფმა, კრემლთან დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ქართველი ლეიბორისტები მასთან მოსკოვში იმყოფებოდნენ და ფინანსური დახმარება სთხოვეს. მიხეილ ხუბუტიას მტკიცებით, მოსკოვში მას ამ თხოვნით გიორგი გუგავა ეწვია.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ „არადამაჯერებელია ინფორმაცია, თითქოს ბათუმელი კრიმინალი ებრალიძე და ზუგდიდელი თაღლითი ხუბუტია რუსეთის პრემიერ მინისტრთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირები არიან“.

„იმ დროს, რაც ხუბუტიამ მიუთითა, გიორგი გუგავა არ ყოფილა მოსკოვში და, საერთოდ, რუსეთში“, – აცხადებენ ლეიბორისტები.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100