სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯიმ ქერის აღარ სურს „ჩლუნგი“ იყოს

ჯიმ ქერიმ უარი თქვა ფილმში, „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“, მონაწილეობის მიღებაზე.

მსახიობი თვლის, რომ საკუთარი როლების გამო მას რეპუტაცია შეელახა და საზოგადოება ვარსკვლავს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს. იგი ამ სიტუაციის გამოსწორებას გეგმავს.

ორიგინალური კომედია, „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“ 1994 წელს შეიქმნა. ფილმის მთავარ გმირებს ჯიმ ქერი და ჯეფ დენიელსი განასახიერებენ. ფილმის ბიუჯეტი 17 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და მან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 247 მილიონის გამომუშავება შეძლო.

2003 წელს კი აღნიშნული ფილმის რეჟისორებმა მისი გაგრძელება გადაიღეს სახელწოდებით: „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი: როცა ჰარი ლოიდს შეხვდა“. ფილმის ბიუჯეტმა 19 მილიონი შეადგინა და მან მხოლოდ 39 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავება შეძლო.

2011 წელს კი ფილმის რეჟისორმა დასკვნითი სერიის გადაღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და 2012 წლის გაზაფხულზე იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ მთავრი გმირები კვლავ უერთდებიან მის სურვილს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯიმ ქერის აღარ სურს „ჩლუნგად“ იწოდებოდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100