სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არსებობს ეჭვი, რომ ჩემს შვილს ხელითაც შეეხნენ" - გარდაცვლილი სპორტსმენის მამით თქმით, კლინიკის კამერების ჩანაწერები წაშლილია

21 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - კოვიდის დიაგნოზით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის მამა და ადვოკატები ახალ გარემოებებზე საუბრობენ. ოჯახი ამტკიცებს, რომ საქმე გაყალბებულია, მტკიცებულებების ფალსიფცირებაში კი რესპუბლიკური სავადმყოფოს პერსონალთან ერთად გამოძიებაც ჩართულია.

ტრაგედიიდან მესამე წელს ოჯახს ხელთ აქვთ ექსპერტიზის პასუხი, რომლითაც დგინდება, რომ კლინიკის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლის ამოღებსაც წლებია ითხოვენ, წაშლილია. ვახტანგ ჩარკვიანის მამა ეჭვობს, რომ მის შვილს კლინიკაში შესაძლოა, ხელითაც შეეხნენ.

პოლიციის შემდეგ როდესაც დაინიშნა ექსპერტიზა, 2024 წლის ერთი თვის უკან, ივნისის თვეში მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა და წერია პირდაპირ, რომ 23 სექტემბერს 2021 წლის 23 სექტემბერს წაშლილია აღნიშნული მყარი დისკები, ყველა ჩანაწერი. გვაქვს იმის ეჭვი და ყველა საფუძველი, რომ ჩემს შვილს ხელითაც შეეხნენ, - ამბობს ვახტანგ ჩარკვიანის მამა გაიოზ ჩარკვიანი

გარდაცვლილი ახლაგაზრდის ოჯახის ადვოკატი "პირველებს" ეუბნება, რომ შემთხვევიდან 3 წლის თავზეც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაარკვიოს ჰქონდა თუ არა კავშირი მედპერსონალს დამდგარ შედეგთან.

დღემდე არ გავქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოგვცემს შედეგებს რა კავშირი აქვთ მედიცინის მუშაკებს დამდგარ შედეგთან. ველოდებოდით მათ შორის ორ მნიშვნელოვან დასკვნას, ერთი დასკვნა ეს არის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე დასრულებულია და შედეგები არის უარყოფითი იმ კუთხით, რომ ეს ჩანაწერები რეალურად არის განადგურებული. ეს მოხდა პირთა ჩარევის შედეგად თუ უმოქმედობის შედეგად, შედეგი გვაქვს ერთი: ის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ჩვენ სახეზე არ გვაქვს და ეს დაადგინა ექსპერტიზის დასკვნამ, - ამბობს ადვოკატი.

20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100