სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოსბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ,ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წიგნები - გაეჩუქებინათ, გაეყიდათ, ან გაეცვალათ ძველი და აღმოეჩინათ ახალი.

ფლიმარკეტის თემა წიგნები და მუსიკა იყო, შესაბამისად, წიგნების გარდა მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ ან გადაეცვალათ ვინილის ფირფიტებიც. განწყობის შესაქმნელად კი მცირე სცენაზე, სტუმრებსრამდენიმე მუსიკის მოყვარულმასაკუთარი ვინილის კოლექციიდან რჩეულ კომპოზიციები გაუზიარა.

გარდა ამისა, მისულ სტუმრებსტერიტორიაზე საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ ზონები განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი პირველი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

„მიხარია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი სახალხო და მასშტაბური ღონისძიება, წიგნის ფლიმარკეტი, ასე წარმატებულად ჩატარდა. უამრავმა ადამიანმა მოახერხა არა მხოლოდ წიგნების გაყიდვა და გაცვლა, არამედ ერთმანეთის გაცნობა და დროის სასიამოვნოდ გატარება. მომდევნო თვეებში, კიდევ სამ ფლიმარკეტს ვგეგმავთ განსხვავებული თემებითა და უამრავი სიურპრიზით“, - ამბობს „თბილისი -წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100