სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი კვარაცხელია: კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმელად ყველა ფარმაცევტული კომპანიის ლობისტი ვიქნები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კომპანიები „ჯიპისი“ და „PSP“ აცხადებენ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშე ჩნდება, რომელსაც სამინისტრო უპრეცენდენტოდ მოკლე ვადებში ურეგისტრირებს მედიკამენტებს და ამით არაკონკურენტუნარიან გარემოს შექმნას უწყობენ ხელს.

ვალერი კვარაცხელია ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება იმ წესის თანახმად, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. კანონმდებლობაში ჩვენ გვაქვს საკმოდ კარგად და მკაფიოდ გაწერილი პროცედურა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების დარეგისტრირება. მედიკამენტის რეგისტრაცია ხდება ზუსტად მ პროცედურების მიხედვით, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაკანონებულია. რაც შეეხება „ჯიპისის“, „PSP“–სა თუ სხვათა წუხილს, მათი მესმის... სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრი კომპანია მიეჩვია კონკურენციის გარეშე მუშაობას, რაც მიმაჩნია, რომ ცუდია. მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ ყველას ლობისტი ვიქნები, ადგილობრივებისაც და იმ კომპანიებისაც, რომლებიც ქვეყანაში შემოვლენ. ყველას შევუწყობ ხელს იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი კომპანია არსებობდეს, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მაღალი ხარისხის მედიკამენტები ნორმალურ ფასებში“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

დღეს კომპანიამ „PSP“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი მწარმოებლის მიერ პირველ რიგში ხარისხიანი მედიკამენტების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების შემთხვევაში, უზრუნველყოს ხარისხიანი მედიკამენტების ტერიტორიული ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით საკუთარი ქსელის მეშვეობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100