სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმკვლელობა სიყვარულის გამო – 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა და შეყვარებულს უკანასკნელი წერილი დაუტოვა

მორიგი თვითმკვლელობა სიყვარულის გამო. ფოთში 35 წლის სოფიო ქოიავა მე-7 სართულიდან გადმოხტა. გადაწყვეტილების მიზეზი მან სოციალურ ქსელში, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, საჯაროდ განმარტა:

მარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდაწარმატებებს გისურვებ პიმენეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში

სოფიო ქოიავამ სტატუსთან ერთად, ყოფილ შეყვარებულთან, პიმენ ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა.

ქოიავა ფოთში ცხოვრობდა და კომპანია „GSG – Georgian Service Group“ – ში მუშაობდა. ამავე კომპანიაში მუშაობდა სოფოს მეგობარი მამაკაცი – პიმენ ნაცვლიშვილიც. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, პიმენ ნაცვლიშვილმა სოფიო ქოიავა მიატოვა და ოჯახის შექმნა სხვა გოგოსთან ერთად გადაწყვიტა. სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს ქორწილი უნდა ჰქონოდა.
ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვსკადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებაც შეგრცხვაუფრო სწორად, არ გაწყობდააწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაცსულ ყველაზე ლამაზი უწოდეთუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგეარასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენმარტივი არ არის ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდაწარმატებებს გისურვებ პიმენეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაშიდედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდეეს დასასრულია…“ – დაწერა სოფო ქოიავამ თვითმკვლელობამდე.
კომპანია GMG-ში, სადაც სოფიო ქოიავამ და პიმენ ნაცვლიშვილმა ერთმანეთი გაიცნეს, მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. „კვირას“ ინფორმაციით, პიმენ ნაცვლიშვილი ცნობილი ფოთელი კოლორიტის – ფოთის განათლების განყოფილების ყოფილი გამგის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, პიმენ ნაცვლიშვილის შვილიშვილია. მისი მამა კი ცნობილი ექიმ-ტრამვატოლოგი ბადრი ნაცვლიშვილია.
სოფიო ქოიავა ფოთში, ჯუღაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100