სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოწყალების მთხოვნელი ქალი დაქირავებულ ჩვილს ჩქმეტს, რომ აატიროს (ვიდეო)

ეს კადრები საგანგებოდ გადაიღეს, რათა გაერკვიათ, მოწყალების თხოვნის დროს ე.წ. მოწყალების მთხოვნელთა კასტა რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ჩვილ ბავშვებს.

როგორც გაირკვა, ჩვილი, რომელსაც მოწყალების მთხოვნელი ქალი პერიოდულად ჩქმეტს, რათა ხმამაღლა აატიროს, მისი შვილი არ არის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დედებიც კი სწორედ ასე ექცევიან შვილებს, რათა გამვლელთა ყურადღება მიიპყრონ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გაირკვა, რომ ჩვილ ბავშვებს ასეთი სცენებისთვის საგანგებოდ აქირავებენ - მოწყალების მთხოვნელ ქალს ბავშვი დილით მიჰყავს, საღამოს კი უკან მოჰყავს და გამქირავებელს თავის „წილსაც“ აბარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100